CSS-ი ფრანგული ბრენდ “TRACTEL”-ის და იტალიური Sir Safety System-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
კომპანია ტრაქტელი უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო, ინოვაციური და ეფექტური მუშაობის მაღალ ხარისხს. პროდუქცია, რომელსაც ტრაქტელი ქმნის გამოიყენება  სამშენებლო, სამრეწველო, ენერგეტიკის, ტელეკომის და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ხოლო Sir Safety Systems ბრენდი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამუშაო უსაფრთხოების პერსონალურ აღჭურვილობებს და ისეთ  ტანსაცმელს, როგორებიცაა თერმული ქურთუკები,
ცვეთაგამძლე მატერიისგან დამზადებული შარვლები და მაისურები, უმაღლესი ხარისხის ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელები,  ხელთათმანები, სამუხლეები და სხვა ატრიბუტები.
ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო მომსახურებას, მრავალწლიანი ევროპული გამოცდილების მქონე თანამშრომლებთან ერთად.

CSS ასევე ესპანური ბრენდ „INTERNACIONAL DE REDES Y CUERDAS, SA”-ს ოფიციალური მომწოდებელია, რომელიც აწარმოებს უსაფრთხოების ბადეებს და მოაჯირებს.

კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია:

სამშენებლო უსაფრთხოების სისტემების  და აღჭურვილობების იმპორტი ევროპიდან

უსაფრთხოების სისტემების  მონტაჟი – დემონტაჟი.

ჩვენი მისია

CSS გვსურს გახდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს,როგორც  უსაფრთხო მშენებლობას, ისე დასაქმებულების უსაფრთხოებას.

ჩვენი ხედვა

დავიკავოთ ღირსეული ადგილი ქართულ ბაზარზე, მაღალი ხარისხის პროდუქციით და პროფესიონალიზმით.

ჩვენი ფასეულობები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რაც, მნიშვნელოვანია ჩვენი დამკვეთისათვის და ზოგადად უსაფრთხო მშენებლობისთვის.