ვაკანსია – კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კომპანია “სიესეს” (https://www.cssgeorgia.ge) უზრუნველყოფს სამრეწველო, სამშენებლო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო უსაფრთხოების სისტემების და აღჭურვილობის იმპორტს და აწარმოებს მის მონტაჟსა და დემონტაჟს.

კომპანია “სიესეს” (CSS) აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ბაზრის შესწავლა, მოძიებული ინფორმაციის ანალიზი;
** ბაზრის მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა;
** კორპორატიული კლიენტების მოზიდვა, კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკების წარმოება;
** არსებულ კლიენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება;
** არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობა (შეხვედრების ორგანიზება და სიახლეებს გაცნობა; აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე რეპორტინგის წარმოება);
** გაყიდვების პროცესის კონტროლი (კონტრაქტის გაფორმება, მიწოდების ორგანიზება);
** შესრულებულ სამუშაოზე მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენა პერიოდულად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სასურველია);
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV მისამართზე:
recruitment@hrcollie.com არა უგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

2019-09-25T16:28:48+04:00 25-09-2019|