ვაკანსია – პრომოუტერის პოზიციაზე

კომპანია “სიესეს” (https://www.cssgeorgia.ge) უზრუნველყოფს სამრეწველო, სამშენებლო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო უსაფრთხოების სისტემების და აღჭურვილობის იმპორტს და აწარმოებს მის მონტაჟსა და დემონტაჟს.

კომპანია “სიესეს” (CSS) აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა მომხმარებელთან კომუნიკაციისას;
** პროდუქციის გაყიდვა და რეკლამირება;
** დახლზე პროდუქციის სწორად განთავსება;
** განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სასურველია);
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** პროდუქტის პრეზენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** ენერგიულობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV მისამართზე:
recruitment@hrcollie.com არა უგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

2019-09-30T10:35:43+04:00 25-09-2019|