კომპანიამ  “CSS”  წამოიწყო  კამპანია სახელწოდებით  #შენმნიშვნელოვანიხარ. კამპანიის ფარგლებში 13 აპრილს 15:00-ზე  პრეზენტაცია შრომის უსაფრთხოებაზე,  სამშენებლო გამოფენის ფარგლებში  სახელწოდებით “Caucasus Build 2019”,  წარმატებით  ჩატარდა.

პრეზენტაციაზე საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • რატომ უნდა დავიცვათ შრომის უსაფრთხოების ნორმები?
  • რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობის გამოყენება?
  • რა დანიშნულება აქვს უსაფრთხოების სისტემებს?

პრეზენტაციაზე კომპანიის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, ფონდის შექმნის თაობაზე. 28 აპრილს სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, სწორედ ამ დღიდან ჩაერთვება ფონდი აქტიურ რეჟიმში და “CSS”-ის  გაყიდული პრდუქციიდან შემოსული თანხის  1% გადაერიცხებათ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.

პროექტის მიზანია საქართველოში შრომის უსაფრთხოების პრობლემის წინ წამოწევა, შრომის კანონის და შრომის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დამსაქმებლების მიერ შრომითი უფლებების დაცვა;

ასევე დამსწრე საზოგადოდებას  ფრანგული ბრენდის “Traktel” წარმომადგენელმა გააცნო ახალი უსაფრთხოების აღჭურვილობები, რომლის ექსლუზიური შემომტანიც კომპანია CSS გახდა.